On May 6-7, 2025, the 4th Student Conference of Caucasus Studies will take place.
The organizers of the conference are the Ivane Javakhishvili Tbilisi State University's Institute of Caucasology and TSU Caucasological Society.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის (და მათთან გათანაბრებული საფეხურების) სტუდენტებს.
სარედაქციო კოლეგია განიხილავს ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეეხება კავკასიოლოგიისა და მომიჯნავე დისციპლინების საკითხებს, კერძოდ:
❖ ენათმეცნიერება;
❖ ფილოლოგია;
❖ ლიტერატურათმცოდნეობა;
❖ ფოლკლორისტიკა;
❖ ისტორია;
❖ ეთნოლოგია;
❖ წყაროთმცოდნეობა;
❖ ჰერალდიკა;
❖ არქეოლოგია;
❖ ანთროპოლოგია;
❖ ფილოსოფია;
❖ კულტუროლოგია;
❖ ხელოვნებათმცოდნეობა;
❖ არქიტექურა და დიზაინი;
❖ რელიგიათმცოდნეობა;
❖ რეგიონმცოდნეობა;
❖ სოციოლოგია;
❖ პოლიტოლოგია;
❖ სამართალმცოდნოება;
❖ ეკონომიკა;
❖ დიგიტალური ჰუმანიტარია და ჰუმანიტარული ინფორმატიკა;
❖ პედაგოგიკა და განათლების მეცნიერებები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
მასალები მიიღება 2025 წლის 15 აპრილამდე მისამართზე: student.caucasology@tsu.ge
რეგისტრაცია უფასოა. სარეგისტრაციო ფორმა იხ.:
❖ ქართულად: https://forms.gle/yuN4fyfTBTqXACCA8
❖ ინგლისურად: https://forms.gle/aWoS95H2AnoJwm4c7
❖ რუსულად: https://forms.gle/qaeUk8LFCcCrNs4K8
ტექნკური მოთხოვნები:
❖ ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა (რედაქტორი: Microsoft Word);
❖ შრიფტი — Sylfaen ტექსტისთვის, ICL_Symbol საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის;
❖ ტექსტის სულ მცირე 70% უნდა იყოს ორიგინალური ნაშრომი;
❖ გამოსახულებები უნდა იყოს jp(e)g, png ან tiff ფორმატისა.
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით.
მასალების სამენოვანი კრებული გამოიცემა ელექტრონულად და მიენიჭება ISBN.

Comments
Post a Comment